Posts

ელენე ახვლედიანი

Image
ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი  (დ.  18 აპრილი   [ ძვ. სტ. 5 აპრილი] ,  1901 ,  თელავი  — გ.  30 დეკემბერი ,  1975 ,  თბილისი ) —  ქართველი  ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1960).  რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის  ლაურეატი ( 1971 ). 1922   წელს სწავლობდა   თბილისის სამხატვრო აკადემიაში . იყო   გ. გაბაშვილის   მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში,   კოლაროსის აკადემიაში   ( 1922 –1927 ).   1927   წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახ...